კალიფორნიაში კიდევ ერთი ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა
კალიფორნიაში კიდევ ერთი ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა. სტიქიას მეხანძრეები ამჯერად ოტაის მთაზე, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის არსებული საზღვრის ჩრდილოეთით ებრძვიან. ცეცხლმა სულ რაღაც ერთ საათში 60-მდე ჰექტარი გადაწვა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სტიქია 300-მდე ჰექტარს მოედო. კალიფორნიის შტატში ამ კვირაში ეს უკვე ტყის მეორე ხანძარია. ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით მძვინვარე ხანძრის გამო, გუშინ 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
