თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცლებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. მერიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას ერთი-ერთი ბანკის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. დედაქალაქის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა, ხარვეზის გამსოწორებამდე კი ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
