პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქალაქ ზესტაფონის სრულად განახლებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ
პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ქალაქ ზესტაფონის სრულად განახლებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ. ირაკლი კობახიძე და ალექსანდრე წულაძე გაეცნენ ახალ ინფრასტრუქტურას. სკოლის რეაბილიტაციაზე მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ იმუშავა. სკოლის შენობა 1040 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი. სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.
