27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება
27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. საქართველოს ხელისუფლების დელეგაციას, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრები ექნება. დებატების დღის წესრიგის თანახმად, განიხილება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიცია ევროსაბჭოს მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაცია არ დაამტკიცოს. ხელისუფლების ოპონენტებმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს შესაბამისი წერილი გაუგზავნეს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
