თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დღეს პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო დაზარალებულის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, რომელმაც საქმის ფარგლებში მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. პროკურატურისთვის დღევანდელმა ჩვენებებმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალეულობა დოკუმენტურად კიდევ ერთხელ დაადასტურა, თავად ბაჩიაშვილი კი ბრალს აბსურდს უწოდებს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
