„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა
„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა ფეხბურთელმა როგორც მოახლოებულ მატჩზე, ისე ხვიჩა კვარაცხელიასა და „ოსერთან“ პირველი წრის შეხვედრაზე ისაუბრა. ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 17-ტ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. „ოსერი“ – „სენტ ეტიენის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.