დონალდ ტრამპმა რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. მისი გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტის სფეროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კიდევ ერთი განკარგულება მოიცავს აბორტების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე 23 აქტივისტის შეწყალებას. ტრამპმა საიდუმლო გრიფი მოხსნა ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებსაც. მან ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომისიის შექმნის შესახებ.
