სახელისუფლებო გუნდი სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას აფასებს
სახელისუფლებო გუნდი სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, რისი მცდელობაც საქართველოში ჰქონდათ, ახლა სურთ რომ სლოვაკეთში მოხდეს. რობერტ ფიცომ თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. მისი განცხადებით, სლოვაკეთში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში, მაიდანის პროცესებში იყვნენ ჩართულნი.
