შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბოლო თვეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა. ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია, როგორც აქციის ძალადობრივი მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ასევე იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც პოლიციამ საპასუხოდ გაატარა. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ალექსანდრე დარახველიძემ მაიკლ ოფლაერტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.
