პოლიტიკური შანტაჟი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავაზე
პოლიტიკური შანტაჟი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ბიძინა ივანიშვილი ისჯება იმის გამო, რომ ქვეყანა პირად ინტერესებზე არ გაცვალა. გარდა ამისა, ქართული ოცნების წევრების თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, დესტრუქციული ძალებისთვის დროის ათვლა დაიწყო, პროცესი კი მათი დამარცხებით დასრულდება.
