საქართველო FITUR-2025-ზე
ესპანეთის დედაქალაქში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025-ში მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მადრიდში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის ათამდე კომპანიაა წარმოდგენილი. სხვა სტუმრებთან ერთად, ეროვნულ სტენდს გაეცნო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილიც. FITUR-2025-ში 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.