შეხვედრა ელჩებთან
საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების დინამიკაზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებისა და პოლიტიკურ დიალოგის მნიშვნელობაზე. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა მათ შორის ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა ავსტრიის ელჩთანაც. მაკა ბოჭორიშვილმა და რობერტ გერშნერმა ყურადღება ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გამახვილეს.
