დონალდ ტრამპის თქმით, მის ორ საპრეზიდენტო ვადას შორის ოთხწლიანმა პაუზამ, ამერიკელ ხალხს რადიკალი მემარცხენეების პოლიტიკის საზიანო მხარეები უკეთ დაანახა
დონალდ ტრამპის თქმით, მის ორ საპრეზიდენტო ვადას შორის ოთხწლიანმა პაუზამ, ამერიკელ ხალხს რადიკალი მემარცხენეების პოლიტიკის საზიანო მხარეები უკეთ დაანახა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ხალხი დაიღალა გენდერის იდეოლოგიის თავსმოხვევით, ინფლაციით, ღია საზღვრით, კრიმინალითა და საგარეო ომებით. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, ტრამპმა განმარტა, რომ სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად მიიღო ამერიკელი მოსახლეობისგან ისტორიულად დიდი მხარდაჭერა.
