სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახე
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. როგორც რობერტ ფიცომ განაცხადა, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა იგეგმება ქუჩის აქციების მოწყობით და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. მისივე თქმით, სლოვაკეთში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში, მაიდნის პროცესებში იყვნენ ჩართულნი. სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას აფასებენ თბილისში. პრემიერ მინისტრის შეფასებით, ის რაზეც სლოვაკეთის პრემიერი საუბრობს, იდენტურია იმის, რაც საქართველოში ხდება . ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს არის ერთი ხელიდან მართული კოორდინირებული პროცესი
