დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი განკარგულება "ქართული ოცნებისთვის" მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო
დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი განკარგულება, რომელიც ეფექტიანობისა და თანმიმდევრობის შეფასებამდე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარების შეჩერებას გულისხმობს, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო . ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, ამერიკული ფული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას ხმარდებოდა.
