ახალი მასშტაბური სტადიონი თბილისში
ახალი მასშტაბური სტადიონი თბილისში. სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები , დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. დეტალებზე კი პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. სტადიონი 70 ათას მაყურებელს დაიტევს. განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურაც. სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე ორი ძირითადი ადგილია შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილთან დაკავშირებით, ხელისუფლება ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღებს
