ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საერთაშორისო მედიაში,ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საერთაშორისო მედიაში,ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მედიამ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს იულიუს ბერს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. ცნობილმა საერთაშორისო მედია პლატფორმამ, ინფორმაციის განთავსებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში, ინფორმაციას კი განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი კითხვებს აჩენს.