თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. პროკურორის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. მიხეილ სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, დოკუმენტურია. ბრალდებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.