„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი, საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი, საერთაშორისო მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მედიამ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს იულიუს ბერს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. ცნობილმა საერთაშორისო მედიაპლატფორმამ უარი ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით თქვა, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში, ინფორმაციას კი განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიზეზით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი , კითხვებს აჩენს.