ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკასთან საზღვარზე 1 500 ჯარისკაცს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკასთან საზღვარზე 1 500 ჯარისკაცს აგზავნის. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. ცნობილი ხდება იმის შესახებაც, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პროკურატურას დაავალა, სისხლის სამართლის მუხლით გამოიძიონ ნებისმიერი მაღალჩინოსნის ან ადგილობრივი ორგანოს ქმედება, რომელიც არ დაემორჩილება პრეზიდენტის განკარგულებას არალეგალი მიგრანტების დაკავების შესახებ. მანამდე ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტომ ჰომანმა “ფოქს ნიუსთან”განაცხადა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ამერიკა-მექსიკის საზღვარზე 766 მიგრანტი დააკავეს.
