სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. როგორც რობერტ ფიცომ განაცხადა, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა იგეგმება ქუჩის აქციების მოწყობითა და ადმინისტრაციული შენობების დაკავებით, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. მისივე თქმით, სლოვაკეთში იმყოფებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინაში, მაიდანის პროცესებში იყვნენ ჩართულნი. სლოვაკეთის პრემიერის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ.
