თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. პროკურორის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. მიხეილ სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია. ბრალდებული ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და დაზარალებულის სასამართლო დარბაზში გამოკითხვას ითხოვს.