“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საუბარია საერთაშორისო მედიასთან ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, საერთაშორისო მედიამ ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკს იულიუს ბერს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, ცნობილმა საერთაშორისო მედია პლატფორმამ უარი ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით თქვა, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში, ინფორმაციას კი განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიზეზით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი კითხვებს აჩენს.
