ბერლინალე 2025
19 საკონკურსო ფილმი და სტუმრები 150-ზე მეტი ქვეყნიდან- ბერლინის რიგით 75-ე კინოფესტივალი წელს 13-დან 23 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. როგორც ყოველთვის, კინომოყვარულებს მრავალფეროვანი პროგრამა და ფესტივალის სტუმრების ვარსკვლავური შემადგენლობა ელით. საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე წელს ამერიკელი რეჟისორი ტოდ ჰეინსი იქნება. 2025 წლის ბერლინალეზე საპატიო „ოქროს დათვი“ შოტლანდიელ მსახიობს ტილდა სუინტონს გადაეცემა.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
