თურქეთში გლოვის დღეა
თურქეთში გლოვის დღეა. სამთო სათხილამურო კურორტ ქართალქაიაზე, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76მდე გაიზარდა. დაშავებულია 51 ადამიანი. ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელი ყველა პირი დაისჯება.
