გახარიას გამოკითხვა
გიორგი გახარია, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში იგი ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს, თუმცა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თქვა მხოლოდ ის, რომ დეტალებზე ხვალ ისაუბრებს. 15 იანვარს სასტუმრო შერატონში მომხდარ ფაქტზე, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.