დაჭრილი პოლიციელების ჯანმრთელობა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა. 20 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე დანით დაესხა თავს. განიარაღებისა და დაკავების მცდელობისას კი სამი პატრულ-ინსპექტორი დაიჭრა. ბრალდებული დაკავებულია.
