უკანონო პატიმრების გათავისუფლება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებულები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება. სუს-ის ინფორმაციით, პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი და ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას ეკისრება- ნათქვამია განცხადებაში.