ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ საელჩოების შენობებზე მხოლოდ ერთი დროშის აღმართვის განკარგულება გასცა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ საელჩოების შენობებზე მხოლოდ ერთი დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. ამერიკული მედიის ცნობით, დიპლომატიური უწყების ეს განკარგულება ნიშნავს იმას, რომ საელჩოების შენობებზე ამერიკის სახელმწიფო დროშის გარდა, სხვა დროშის, მათ შორის ლგბტქ დროშების აღმართვა აიკრძალება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საელჩოების შენობებზე, სახელმწიფო დროშასთან ერთად, „ლგბტქ“ და „ბლექ ლაიფ მეთერის“ დროშები აღიმართებოდა.
