პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა ამერიკას არ უნდა შეეკითხოს, თუ რა მოიმოქმედოს თავისი უსაფრთხოებისთვის, არამედ ამ საკითხზე ევროპაში თავად უნდა იზრუნონ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპა ამერიკას არ უნდა შეეკითხოს, თუ რა მოიმოქმედოს თავისი უსაფრთხოებისთვის, არამედ ამ საკითხზე ევროპაში თავად უნდა იზრუნონ. ასე გამოეხმაურა დონალდ ტუსკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მორიგ განცხადებას, რომ ნატოს წევრმა ევროპულმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დახარჯონ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კომფორტის დრო დასრულებულია და ევროპამ უსაფრთხოებაზე ეკონომია არ უნდა გააკეთოს.
