გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
