დონალდ ტრამპის განკარგულებით, ამერიკული დაფინანსება, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუწყდებათ
დონალდ ტრამპის განკარგულებით, ამერიკული დაფინანსება, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუწყდებათ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ეფექტიანობისა და თანამიმდევრულობის შეფასებამდე ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქართული ოცნება ელოდება, რომ საქართველოში საბოლოოდ შეწყდება ისეთი ორგანიზაციების ამერიკული ფულით დაფინანსება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაა. ოპოზიცია კი იმედოვნებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითი იქნება
