შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მიმართავს პოლიტიკურ შანტაჟს
შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს და მიმართავს პოლიტიკურ შანტაჟს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის ადვოკატები ავრცელებენ . მმართველი გუნდის შეფასებით ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. შვეიცარიული ბანკი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ქართულ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს . ქრონიკასთან ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილმა პასუხი არ გასცა შეკითხვას, რატომ მალავს თავად საკუთარ ანგარიშებს