ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ
ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ. ფილოსოფოსი შვეიცარიულ ბანკთან მორიგ დავას ეხმიანება. შათირიშვილი ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წერს რომ ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბაჩიაშვილს კი ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი, რომელზეც შათირიშვილი წერს რომ იყო მიხაელ ხოდორკოვსკის ადვოკატი და ის ცნობილია რომ ემსახურება გლობალურ ჯაშუშურ ქსელს. ამსტერდამი აქტიურად იყო ჩართული „გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ პროცესებში.
