ერევანი - მოსკოვი
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა. არარატ მირზოიანი სერგეი ლავროვს შეხვდა. მოლაპარაკებების ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ევრაზიულ კავშირში თანამშრომლობის გაგრძელება იყო. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ სომხეთი რუსეთისთვისაც სტრატეგიულ პარტნიორი და მოკავშირეა. მირზოიანმა ლავროვი სომხეთში დაპატიჟა.
