მალარიისგან თავისუფალი ქვეყანა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ეს აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი დადასტურებაა. საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.
