ზიზღის და ძალადობის კამპანია
პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს. საუბარია ერთ-ერთი მოსამართლის სადარბაზოს კარზე დატოვებულ შეურაცხმყოფელ წარწერაზე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება ამ კამპანიაში მონაწილეობის ტოლფასია.
