თურქეთში სამთო სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 51
თურქეთში სამთო სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 51. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბოლუს პროვინციაში მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11-სართულიან შენობაში ცეცხლი რესტორნის ტერიტორიაზე, ღამის საათებში გაჩნდა. ამ დროს შენობაში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
