„ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რუსული გაზის იმპორტის საკითხში დახმარებას დაჰპირდა
„ბლუმბერგის“ ცნობით, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რუსული გაზის იმპორტის საკითხში დახმარებას დაჰპირდა. სლოვაკეთი რუსულ ბუნებრივ აირს მას შემდეგ ვეღარ იღებს, რაც უკრაინამ რუსეთიდან გაზის ტრანზიტი გააჩერა. რობერტ ფიცომ დახმარებისთვის თურქეთის ლიდერს მიმართა, რომელმაც დაარწმუნა სლოვაკეთის პრემიერი, რომ საკითხის მოგვარების გზების გამონახვის მიზნით მოსკოვთან მოლაპარაკებებს გამართავს. რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი შესაძლებელია გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გახდეს.
