დონალდ ტრამპმა უცხო ქვეყნების დაფინანსების პროგრამები 90 დღით შეაჩერა
დონალდ ტრამპმა უცხო ქვეყნების დაფინანსების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა, ხელი, ინაუგურაციის დღეს მოაწერა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, ვაშინგტონი უცხოურ დაფინანსებას აღარ გამოყოფს, თუკი დახმარების პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას სრულად არ შეესაბამება. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 90 დღით შეჩერდება უცხო ქვეყნებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის დაფინანსების გამოყენება იქამდე, ვიდრე უცხოური დაფინანსების თითოეული პროგრამა დეტალურად არ იქნება შესწავლილი.
