ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა. არჩევნებში ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიით შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.
