პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს. საუბარია ერთ-ერთი მოსამართლის სადარბაზოს კარზე გაკეთებულ შეურაცხმყოფელ წარწერაზე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ამ კამპანიაში მონაწილეობა.
