ოპოზიციის მორიგი ყალბი კამპანია
ოპოზიციის მორიგი ყალბი კამპანია. ფიცის დადების პროცესს ზურაბიშვილმა თვალი კაპიტოლიუმის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის მიმდინარეობისას, ქუჩაში ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ, გიორგი ვაშაძე კი სპორტულ არენაზე. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის კამპანია, რომ ინაუგურაციაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ, ყალბი აღმოჩნდა. მათივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ შეეცადნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თუმცა უშედეგოდ.
