დონალდ ტრამპი: ამერიკის შეერთებულ შტატებს საღი აზრი უბრუნდება
ამერიკის შეერთებულ შტატებს საღი აზრი უბრუნდება- ეს განცხადება დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ „თავისუფლების მეჯლისზე“ კიდევ ერთხელ გააკეთა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადის პირველივე დღეს მოაწერა ხელი განკარგულებას, სახელწოდებით „გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან ქალების დაცვა და ფედერალურ მთავრობაში ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა“. აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, შეერთებულ შტატებში ოფიციალურად განისაზღვრა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი, რომელიც ბიოლოგიურად განისაზღვრება და არა იდენტობის თვითგამოხატვით.
