დონალდ ტრამპის განცხადება და ოპოზიციის და მათი მოკავშირეების ნაწილის შეცვლილი რიტორიკა
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის დღეს შტატების ოფიციალურ პოლიტიკაზე საუბრისას, რამდენჯერმე განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის და მათი მოკავშირეების ნაწილმა რიტორიკა შეცვალა, ნაწილი კი საკითხზე საუბარს გაურბის. ამ ფონზე სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის გზავნილებმა საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მათივე თქმით, გამოიკვეთა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ღირებულებები ახლოსაა „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან.
