საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მთავრობის შიგნით არაკონსტიტუციური ბიუროკრატიის, იმავე „დიფ სთეითის“ დასრულება - დონალდ ტრამპის გზავნილები
საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მთავრობის შიგნით არაკონსტიტუციური ბიუროკრატიის, იმავე „დიფ სთეითის“ დასრულება - ეს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის გზავნილებია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგი თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებთან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იდენტური გზავნილები კარგად აჩვენებს, როგორ უნდა მოქმედებდნენ ეროვნული მთავრობები. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ დღეს თქვეს, რომ სუვერენიტეტი თბილისსა და ვაშინგტონში განსხვავებულად ესმით.
