პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება
პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ შვეიცარიული ბანკი ამ პროცესში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა „დიფ სთეითის“ მიზნებზე ისაუბრა. ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, გიორგი ბაჩიაშვილი კი, ბრალდებული. საგამოძიებო ორგანომ ოფიციალურად გამოითხოვა დოკუმენტები ბაჩიაშვილის ანგარიშებთან დაკავშირებით, თუმცა შვეიცარიული ბანკი გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის. საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად გიორგი ბაჩიაშვილი.
