ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა
ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ევროპაში მემარჯვენე პოლიტიკური ცვლილებების ახალ ტალღას შეუწყობს ხელს. ვიქტორ ორბანმა სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირზე შეტევის მეორე ფაზის დაწყება დააანონსა, რომლის მიზანიც ორბანის განცხადებით, ბრიუსელის ოკუპაცია იქნება.
