ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
დონალდ ტრამპს საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ომი არ უხსენებია, მოგვიანებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს, თუმცა არ იცის ჯერ რამდენად მზად არის ამისთვის რუსეთის პრეზიდენტი. ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება. მისი თქმით, პუტინი უნდა დათანხმდეს სამშვიდობო პროცესის დაწყებას.
