თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბოლუს პროვინციაში მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 11 სართულიან შენობაში ცეცხლი რესტორნის ტერიტორიაზე, ღამის საათებში გაჩნდა. ამ დროს შენობაში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
